მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგაგულიას ავარია ხელოვნურად მოუწყვეს? პრემიერის შესაძლო გადადგომა გააძლიერებდა ოპოზიციას, ამიტომ...

გაგულიას ავარია ხელოვნურად მოუწყვეს? პრემიერის შესაძლო გადადგომა გააძლიერებდა ოპოზიციას, ამიტომ არაფერია გამორიცხული

Published on

 
9 სექტემბრიდან ავტოკატასტროფაში დაღუპული  აფხაზეთის დე ფაქტო  პრემიერ – მინისტრის გენადი გაგულიას მოვალეობას დროებით მისი მოადგილე დაურ არშბა ასრულებს – წერს აფხაზური მედია.
 
  ახალი პრემიერ- მინისტრი ერთი თვის განმავლობაში დაინიშნება, ხოლო სამი თავის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდება.
 
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8 სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. ამავე ცნობით, ის სამთავრობო კორტეჟის თანხლებით გადაადგილდებოდა.
 
აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკვე ჟონავს პრემიერის დაღუპვის გარემოებათა ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული ეჭვები – გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია აფხაზეთში სულ უფრო მწვავედ გამოდის ხაჯიმბას კრიტიკით, არ არის გამორიცხული, რომ გაგულია ოპოზიციურ ბანაკს შეერთებოდა, ეს კი, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სულ ახალახან გადადგა ვიცეპრეზიდენტიც, ვიტალი გაბნიაც, რომელმაც ხაჯიმბას ,,მეგობრულად'' ურჩია არ იყაროს კენჭი მომავალ არჩევნებში,   გაართულებდა ხაჯიმბას მდგომარეობას. ეჭვს აძლიერებს ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  იქ, სადაც არც თუ ისე ავარიასაშიში ტერიტორია იყო.
 
გაგულია უფრო სამეურნეო  მუსაკი იყო, ვიდრე პოლიტიკის განმსაზღვრელი ფიგურა, მაგრამ პრემიერის გადადგომა ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ აშკარად გააძლიერებდა ოპოზიციას, ამიტომ არაფერია გამორიცხული,  კერძოდ ის, რომ ავარია ხელოვნურად იყო მოწყობილი –  წერენ სოციალურ ქსელებში  

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...