მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს საავტომობილო გზა

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს საავტომობილო გზა

Published on

დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს საავტომობილო გზა, თუმცა სამართალდამცავების თხოვნის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს.
 
მოვაჭრეები აპროტესტებენ ბაზრის ტერიტორიაზე    მიმდინარე მშენებლობებს, მათი თქმით,   მშენებარე მაღაზიები, რომლებიც უკანონოდ იგება, ამოქმედების შემდეგ  შემოსავლების გარეშე დატოვებს მათ, რადგან კონკურენცია გაიზრდება.  
 
კერძო მესაკუთრეებს, კანონდარღვევაში  ადანაშაულებს ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრეები მათ საერთო სარგებლობაში მქონე ტერიტორიაზე გადავიდნენ.
 
„ააშენონ მარკეტები, არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენს საერთო ტერიტორიაზე არიან გადმოსული, რომელიც ჩვენ გვაქვს იჯარით აღებული. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ თავიანთი მარკეტები შემოღობონ და დაიცვან საზღვარი. ასევე, მშენებლობის ესკიზი, რომელიც მერიამ დაამტკიცა უნდა  შეაჩერონ“, – ამბობენ ისინი.
 
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურ ში უარყოფენ, რომ  მშენებლობის  ნებართვის გაცემაში  რაიმე კანონდარღვევას აქვს ადგილი . მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია აცხადებს, რომ მაღაზიების მშენებლობისათვის ადგილების გამოყოფაში მერიის ხელმძღვანელობდან არავის  ჰქონია კერძო იტერესები.  2016 წელს ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება მოახდინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და არა მუნიციპალიტეტის მერიამ.
 
მოვაჭრეები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.„ხელისუფლებას ვთხოვთ, სასწრაფოდ შეაჩერონ ეს მშენებლობა – აცხადებენ ისინი
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...