მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავენ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავენ

Published on

რუსთაველის გამზირზე დღეს შვილმოკლული მშობლების პროტესტი განახლდება. აქცია საღამოს 18:00 საათზე დაიწყება.ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები ისევ გამოუძიებელია და ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.„ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ შვილმოკლული მშობლები. ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძე და მაჩალიკაშვილი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი რუსთაველზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს რომ დანაშაულებები ისევ გამოუძიებელია. აქციაზე ჩამოსვლას გეგმავენ პანკისელებიც.
„აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი ყველა ის მოთხოვნა და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. მაშინ იქნება დამაკმაყოფილებელი ის ყველაფერი, როდესაც დაისჯება ბატონი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. უნდა ჩატარდეს გამოძიება და უნდა გამოირიცხოს, რომ მე და თემირლანი არ ვართ ამ ტერორიზმში გარეული,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...