მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

Published on

 ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან და დამოუკიდებელ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.მსვლელობის გამო ტელეკომპანია „იბერიამ“ რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.მსვლელობა ტელეკომპანიის ოფისიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი საპროტესტო მსვლელობის მიზანს განმარტავს და აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისული ჟურნალისტები ხელისუფლებას მიაწვდიან ხმას.
„ტელეკომპანიას ისინი ვერ წაიღებენ, ვერ წაიღეს ვერცერთი ტელეკომპანია და ვერც „იბერიას“ ვერ წაიღებენ. ჩვენ სვხ გზა არ დაგვიტოვეს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვერ გამოვიყვანთ ტანკებს, ბეტეერებს, ამიტომ, რა რესურსიც გვაქვს, რომ მივიდეთ მშვიდობიანად, რომ უნდა გაჩერდნენ და არ გამოუვათ ეს შეტევა, შემდეგ დავბრუნდებით ტელეკომპანიაში და ისევ გავაგრძელებთ მაუწყებლობას, სანამ ამის საშუალება ჩვენ გვექნება,“ – განაცხადა ხუზმიაშვილმა.ტელეკომპანიის და თავისუფალი ბიზნესის მიმართ მიზანმიმართულ ბრძოლად აფასებს ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომელი, მწერალი მიმდინარე მოვლენებს.
პროტესტს ჟურნალისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...