მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ მიყიდა მეგრელმა კოკაიამ მდიდარ იაპონელს ისტორიული კრეისერი "ავრორა"

როგორ მიყიდა მეგრელმა კოკაიამ მდიდარ იაპონელს ისტორიული კრეისერი “ავრორა”

Published on

,,მეგრელი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგში მდიდარ იაპონელს ისტორიული კრეისერი "ავრორა" მიჰყიდა – ამ სათაურით აქვეყნებს ,,გურიანიუსი''  ფრაგმენტს პოდპოლკოვნიკ ტრისტან ყავლაშვილის მოგონებიდან:

„პერესტროიკის პერიოდში, ლენინგრადში ერთი ქართველი თაღლითი მოღვაწეობდა, გვარად კოკაია. იგი, ძირითადად, უცხოელებზე მუშაობდა და სხვადასხვა ხერხებით“ მათ ფულს სძალავდა.
 
კოკაიას ყველა საქმე იმდენად კურიოზული იყო, რომ მათი კითხვისას სიცილისგან ვსკდებოდით. სულ მიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა კოკაია ასეთი ხალხის პოვნას. არადა, უმეტესი მათგანი სერიოზული ბიზნესმენი იყო. სხვათა შორის, კოკაიას დიდხანს ვერ ვიჭერდით და მისი ბოლო საქმის შემდეგ ისეთი სკანდალი ატყდა, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაძლიერეთ.
 
საქმე კი ასეთი იყო: ჩვენს განყოფილებაში კარგად ჩაცმული, შუახნის, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მოიყვანეს. როგორც მორიგე პატრულმა განმარტა, იაპონელი, „ავრორას“ სადგომიდან აიყვანეს, რადგან მას იქ საშინელი სკანდალი აუტეხავს და „ავრორას“ დაცვის სამი წევრი ისე სასტიკად უცემია (იაპონელი „კარატისტი“ აღმოჩნდა), რომ მათ მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდათ.
 
ბიზნესმენი, თურმე, „ავრორას“ ხალხისგან დაცარიელებას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ ეს გემი მისი საკუთრება იყო და სამშობლოში უნდა წაეყვანა, რის დამადასტურებელ საბუთადაც მან რუსულ, ინგლისურ და იაპონური იეროგლიფებით ნაწერი ფურცელი წარადგინა. მას კოოპერატიული ფირმა „შიბლას“ (არც მეტი და არც ნაკლები, ფირმას სწორედ ასე ერქვა) ბეჭედი ერტყა, რომელიც იაპონელს ნებას აძლევდა, ამ ფირმის საკუთრებაში მყოფი „ავრორა“ იაპონიაში წაეყვანა და ხელმოწერით ადასტურებდა ამ ბიზნესმენისგან 120 ათასი ამერიკული დოლარისა და 200 ათასი საბჭოთა მანეთის წინასწარ მიღებას. ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.
 
 
ასეთი საბუთის წარმომდგენი „ავრორას“ დაცვას გიჟი ეგონა და მისი ფსიქიატრიულში წაყვანა სცადა, მაგრამ კარატისტმა იაპონელმა ისინი სასტიკად სცემა. ერთი სიტყვით, როდესაც იაპონელს ყველაფერი განვუმარტეთ და ავუხსენით, რომ „ავრორა“ სახელმწიფო კუთვნილებაა და მისი გაყიდვა სისულელეა, ანუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო-მეთქი, ის კაცი ისეთი „დაგოიმებულ-გაბრუებული“ ჰყავდა თაღლითს, რომ კარგა ხანს არ სჯეროდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად.
 
ერთი სიტყვით, აშკარა იყო კოკაიას ხელწერა და როდესაც იაპონელი გონს მოეგო და დაწვრილებითი ჩვენება მოგვცა, ჩვენი ვარაუდი, რა თქმა უნდა, დადასტურდა.
როდესაც კოკაია დავიჭირეთ და ვკითხეთ, თუ როგორ მოახერხა მან ასეთი სერიოზული კაცის გაბითურება, გვიპასუხა: „ის იაპონელი ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა „ავრორას“ და ამასთანავე ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთასვე მივხვდი, რომ ადვილად მოიწველებოდაო.“
 
წყარო gurianews.com
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...