მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის სახიფათო კავშირები სააშკარაოზე გამოდის. მარყუჟი მის გარშემო ვიწროვდება

ბიძინა ივანიშვილის სახიფათო კავშირები სააშკარაოზე გამოდის. მარყუჟი მის გარშემო ვიწროვდება

Published on

ივანიშვილის პარტნიორის შალელაშვილის შვილის თანამონაწილე რუსი ჰაკერი ამერიკელებმა აღმოაჩინეს თბილისში და აიძულეს საქართველოს პოლიცია დაიწყოს მისი გადაცემის პროცედურა ამერიკაში.შალელაშვილის შვილმა მოიპარა 2 მილიარდი ამერიკაში და მისი დიდი ნაწილი გაათეთრა ივანიშვილის ფინანსური ფონდიდან გლდანის ბიტკოინების ქარხნის მეშვეობით.
 
გარი შალონი ახლა სამართლდება ამერიკაში ამ საქმეზე და ივანიშვილის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება მარყუჟი – წერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე. 
 
ქართული ოცნების დეპუტატის, შოთა შალელაშვილის, შვილი გარი შალონი როგორც დანაშაულებრივი სქემის სულისჩამდგმელი, ისრაელში 2015 წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი მისი შტატებში ექსტრადირება განხორციელდა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
 
ცუდი დღეები უდგას გარი შალონის თანამზრახველს რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინსაც,   რომელსაც კიბერ დანაშაულში ედება  ბრალი ,  კერძოდ,  ის ეჭვმიტანილია ამერიკის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებთან კავშირში, რომლის შედეგადაც, მილიონობით დამიანი დაზარალდა.
 
საქმის მასალების მიხედვით, ,, 2012 წლიდან 2015 წლამდე იგი გარი შალონთან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გარი შალონის მითითებით ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, რა დროსაც უკანონოდ დაეუფლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.   ანდრეი ტიურინი საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის, შვილთან, გარი შალონთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად, გარდა იმისა, რომ ფინანსური ორგანიზაციების კლიენტთა პერსონალურ მონაცემებს იპარავდა, წლების განმავლობაში არალეგალურ ონლაინკაზინოებსაც ამუშავებდა.'' 
 
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის   ინფორმაციით ანდრეი ტიურინი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მილიონობით დოლარის დაუფლების ბრალდებით ეძებდა, საქართველოში საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. 
 
საქართველომ შეერთებულ შტატებს გადასცა. რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება ამერიკელი სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
 
 
ბიძინა ივანიშვილის სახიფათო კავშირები სააშკარაოზე გამოდის.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....