მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

Published on

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.„პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის  სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა,“ – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მმართველი გუნდის წევრები შეჯერდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის გამოეცხადებინათ სრული მხარდაჭერა.„ჩვენი პარტია იცავს პირობას და ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატს,“ – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია შერჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...