მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს

„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად იზიარებს

Published on

„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას  სრულად იზიარებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.„ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება მის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას,“ – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიციას ემთხვევა.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარმიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა, ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც განახორციელა, სამწუხაროდ, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ. რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, მისი დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...