მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

Published on

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქცია-პერფორმანსს გეგმავენ. ისინი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოსთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი პირველკურსელებს წელს ვეღარ მიიღებს.
 
„ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ პროცედურას, როგორც პრემიერმა მოგვიწოდა. მივმართავთ სააპელაციო საბჭოს აპელაციით და არც კი ვუშვებთ, რომ შესაძლოა უარყოფითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
 
თუმცა მიიღებენ თუ არა ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, ეს აქციები იქნება ფართომასშტაბიანი“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო წულაძე.
 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. მან ტვიტერის ქსელში უნივერსიტეტს და სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
 
"ხელი მოაწერეთ პეტიციას და არ მისცეთ უფლება ერდოღანს საქართველოში კანონის უზენაესობა შეასუსტოს"- წერს  რებეკა ჰარმსი.
 
ანკარის შესაძლო ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას "Freedom House"-ის სპეციალური კვლევების დირექტორი ნეით შენკანი, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებს ასევე ტვიტერის ქსელში ეხმაურება და წერს :
 
"ამასობაში, საქართველომ მკაცრი შეზღუდვები დაუწესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სავარაუდოდ თურქეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო"..
 

სიახლეები

ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია – ზელენსკი

"მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, -...

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19...

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...