მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიცია, როგორც ,,შავი კატები'' და ,,ქვეყნის მტრები'' თალაკვაძისა და ჩუგოშვილის ,,შემოქმედებაში''

ოპოზიცია, როგორც ,,შავი კატები” და ,,ქვეყნის მტრები” თალაკვაძისა და ჩუგოშვილის ,,შემოქმედებაში”

Published on

 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას პოზიტიურად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს პირველად აფასებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
 
ჩუგოშვილის განცხადებით, ანგარიში არის პოზიტიური, რის გამოც ის ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს.
 
ვიცე-სპიკერი ასევე ეხმაურება საპრეზიდენტო კანდიდატების, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის ბრიუსელში ვიზიტს და აღნიშნავს, რომ მათი იქ ჩასვლა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება.
 
ჩუგოშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების ბრიუსელში ჩასვლის მიზანია, ქვეყანამ ცუდი შედეგი მიიღოს, თუმცა, ვიცე-სპიკერის თქმით, მათ ეს არ გამოუვათ.
 
„ის ვიზიტი, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატები იმყოფებიან, ემსახურება იმას, რომ ის დადებითი შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტს აქვს მომზადებული დაზიანდეს, ასე ვთქვათ, და ქვეყანამ ამ შეფასების კუთხით მიიღოს უარესი შეფასება, ვიდრე ობიექტურად იმსახურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოუვათ,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
 
შავი კატები უწოდა მცირე ხნით ადრე ოპოზიციის მუშაობას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არსებული უმწვავესი პრობლემების შესახებ საერთაშორიო საზოგადოების ინფორმირებისათვის. 
 
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებაში შესწორებების შეტანის ვადა რამდენიმე საათში იწურება.
 
უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი, ორი მთავარი და კრიტიკული შენიშვნა შევა – ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...