მთავარისიახლეებიპოლიტიკავისმა მატარებელმა ჩაიარა? თუ მედიაფორუმზე ქართველების რეაქციით ვიმსჯელებთ, ,,დერჟიმორდას'' პოლიტიკისამ

ვისმა მატარებელმა ჩაიარა? თუ მედიაფორუმზე ქართველების რეაქციით ვიმსჯელებთ, ,,დერჟიმორდას” პოლიტიკისამ

Published on

„ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა,“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა, ალექსეი მალაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
 
„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც.“- განაცხადა მალაშენკომ
 
ეს ის მალაშენკოა, რომელიც  კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს ესწრებ თბილისში და  რიოგორც ამ ცინიკური განცხადებიდანაც ჩანს ძალიან გამწარებულია იმ პროტესტის გამო, რომლითაც ამ ფორუმს ქართველი ხალხი შეხვდა . 
 
 
.კრემლის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი დღეს დასრულდება. კონფერენციის მონაწილეებს მასტერკლასი ქართველი ჟურნალისტებისთვის მასობრივი და ტოტალური ტყუილის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ცნობილია, რომ დღის წესრიგით მასტერკლასი აღარ გაიმართება.
 
 
ფორუმის ორგანიზატორმა, ეკა ნასყიდაშვილმა მასტერკლასის ჩაშლის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ვისაც მასობრივი ტყუილის წინააღმდეგ უნდა ესაუბრათ, ისინი საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა მათ ფორუმზე Skype-ის საშუალებით მაინც ჩართავენ.
 
„Skype-ით ჩაგვერთვება კასაევი, რომელიც გაუშვეს საქართველოდან გუშინწინ. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ მას შეკითხვები დაუსვათ, რატომ გაუშვეს… თუ სხვა ატარებს, არ შეიძლება რუსმაც ჩაატაროს? ხომ ასწავლა ვიღაცას ტყუილი, ქართველსაც, ამერიკელსაც, რუსსაც, სომეხსაც, ნებისმიერმა უნდა წაიკითხოს, რა არის ტყუილი,“- განაცხადა ეკა ნასყიდაშვილმა.
 
”რია ნოვოსტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა რუსული ჟურნალისტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირში ჟურნალისტებს პატივს სცემდნენ.  
 
„სამწუხაროდ, რუსული ჟურნალისტიკა არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნის ჟურნალისტიკა. ბოლო 15 წლის განმავლობაში საკუთარ თავს არ ვეძახდი ჟურნალისტს. მაგრამ როდესაც კარიერა საბჭოთა კავშირში დავიწყე, მაშინ მედიის წარმომადგენლებს პატივს სცემდნენ, ეს ასე აღარ არის. როდესაც გაზეთ „პრავდაში“ ვმუშაობდი, პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ არ უნდა მოიტყუო,“- აღნიშნა კოსირევმა.
 
 სიტყვა ერთია, მაგრამ საქმე გვიჩვენებს, რომ კოსირევიცა და მისი კოლეგებიც ტყუილს ვერ შეეშვნენ.  ამდენად პატივისცემას სულ ამაოდ ელოდნენ საქართველოში, რომელიც  თავიანთი  დეზინფორმაცული საქმიანობის სამიზნედ აქვთ მიჩნეული.. 
 
 
 

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...