ვის ინახავს სკივრში ბიძინა ივანიშვილი?

0
461
ივანიშვილის "სკივრში" შემონახული საიდუმლო კანდიდატი – ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ,,რეზონანსი'' ანალიტიკურ სტატიას, რომელიც  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლას და ,,ქართული ოცნების'' შესაძლო კანდიდატებს ეხება.  
 
"ექსპერტთა ვარაუდით, როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება- ნათქვამია სტატიაში – . ასევე იმითაც იქნება გადამწყვეტი, რომ ოპოზიციასთან საპრეზიდენტო არჩევნების წაგება "ოცნების" შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ოპოზიციის შანსებს კი უფრო გაზრდის. ამიტომ, მმართველი გუნდი იძულებულია, ან თავისი კანდიდატი წამოაყენოს, ან მთელი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი დამოუკიდებელ კანდიდატს მოახმაროს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი დარჩენილ დღეებში, მთლიანად გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს თუ ეყოლება თავისი რჩეული?
 
 "რეზონანსის" რესპონდენტებს, ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს  თავიანთი ვერსიები აქვთ 
 
 "არის ერთი პირი, ვისზეც გული სტკივა "ოცნების" თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან".
 
"რა სცენარი აქვს დაწერილი "ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ძნელია თქმა, თუმცა, ჩემი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთა სარეზერვო ვარიანტში მოიაზრებოდეს როგორც ზურაბ აბაშიძე, ასევე – ირაკლი ღარიბაშვილი. "ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, ბოლო განაცხადი გააკეთოს. ალბათ, ჯერ კიდევ აკვირდება მოვლენებს და შეიძლება, მართლაც წამოაყენოს თავისი კანდიდატი. "ორივე შესაძლო კანდიდატიდან, ზურაბ აბაშიძესაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც ამ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ. ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდეს და სულ სხვა კანდიდატი დაასახელოს მმართველმა გუნდმა. რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა "ოცნებას" წინასწარ პოლიტიკური გათვლა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ წინასწარ არ შეაფასა მხარდასაჭერი კანდიდატის რეიტინგი ან რატომ ეგონა, რომ საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა? ვფიქრობ, რომ ეს საკითხები "ოცნებაში" თავიდანვე უნდა ყოფილიყო გაანალიზებული და ყველა ნაბიჯი გათვლილი. ახლა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი "გადააგდეს". ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ასეთ მიდგომას არ იმსახურებს და არ გამოვრიცხავ, რომ მაინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი "ოცნებამ" ამ არჩევნებში", – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
 
 
"ოცნების" სათადარიგო მოთამაშეების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად "ოცნებაში" ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა მოიაზრებოდა, გამიგონია. ბიძინა ივანიშვილმაც თავის ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნების მოგება და პირველი, ვინც დაასახელა, იყო ზურაბ აბაშიძე. შეიძლება, ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მას ბევრი არგუმუნეტი აქვს იმისთვის, რომ უარი ეთქვა შეთავაზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იგი არ იბრძოლებს პრეზიენტობისთვის და არც საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდება. ისე, დღევანდელი საქართველო სახელმწიფოს რომ ჰგავდეს, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა სრულად შეესაბამებოდა პრეზიდენტის თანამდებობას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ჩემი აზრით, იმ კანდიდატების ფონზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილზე ვერავინ იტყვის, ვაი-ვაი, რა კანდიდატიაო. ის სხვა კადიდატებისგან განსხავებით არ ატყუებს ამომრჩეველს, ღიად საუბრობს თავის გეგმებზე და არავის ჰპირდება, რომ პენსიებს გაზრდის. რაც შეეხება სხვა კანდიდატურას, ალბათ, არის ერთ სკივრში შენახული პირი, ვისზეც გული სტკივა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია თავის დროზე, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. თუ ეს სკივრი გაიხსნება, შეიძლება, ეს პიროვნება დასახელდეს "ოცნების" კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებში", – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ( სტატია ვრცლად იხ. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=55225)
 
 
,,რეზონანსის'' რესპონდენტებისგან განსხვავებით,  სხვა ვარაუდი აქვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო მომენტში გაახმაურებს თავის აქამდე ,,გაუმხელელ'' გადაწყვეტილებას თავად იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. 
 
,,ჰა,ბიძინა,შეწყვიტე თავის მოკატუნება და გამოდი,პირდაპირ იყარე კენჭი,რათა ბოლომდე მოგხედოთ მეც და ქართველმა ხალხმა'' – ასეთი, ირონიული კომენტარი განათავასა მან დღეს დილითაც თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
 მართლაც, დაშინებული და კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქის თამაშები უკვე აღარ იმსახურებს  სერიოზული კომენტარებს. 
 
 
 
წინა სტატია,,რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში, თავისი რუსი ოლიგარქები საქართველოსაც ჰყავს და ეს დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია”
შემდეგი სტატიავისმა მატარებელმა ჩაიარა? თუ მედიაფორუმზე ქართველების რეაქციით ვიმსჯელებთ, ,,დერჟიმორდას” პოლიტიკისამ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური