მთავარისიახლეებისაზოგადოებაქარს დასთეს? - ქარიშხალს მოიმკი! - შვილმოკლული მამები საპროტრესტო აქციებს იწყებენ

ქარს დასთეს? – ქარიშხალს მოიმკი! – შვილმოკლული მამები საპროტრესტო აქციებს იწყებენ

Published on

 
მინდა შევახსენო მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, რომ ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ, – ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დასკვნას.
 
სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღებული დასკვნა სამარცხვინოა, რის გამოც აქციების გამართვას გეგმავს.
 
“საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან? პრესტიჟზე საუბრობენ?! ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება – ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, – აღნიშნა სარალიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.
 
67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა – თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.
 
"ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
 
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
 
 
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან ერთად აქციებს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც აანონსებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს,რომ ზაზა სარალიძისა და სხვა შვილმოკლული მშობლების მსგავსად სამართალს ვერ მიაღწიეს.
 
მაჩალიკაშვილის თქმით, მას პანკისელები მხარდაჭერას უცხადებენ, მის პროტესტს იზიარებენ და 10 სექტემბერს აქციას შეუერთდებიან.
 
„ამათ სხვა გზა არ დამიტოვეს, ყველანაირად ვეცადე ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად ჩემი დევნა დაიწყეს, ჩემი რაღაცაში გარევა, რაღაცის დაბრალება, პროვოკაციაზე წამოგება.
 
აქედან გამომდინარე ღრმად დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებაში მე ვერაფერს მივაღწევ. უნდა დაისაჯოს გომელაური უნდა დაისაჯოს გოგაშვილი უნდა დაისაჯოს ის სპეცრაზმელი ეს თემირლანის საქმესთან დაკავშირებით. დანარჩენი ჩემს დღეში ბევრი ხალხია და იგივე მოთხოვნები ექნებათ. 
 
რაც შეეხება პანკისი მომყვება თუ არა ამაში ორი აზრი არ არის, ეს არის მშვიდობიანი აქცია ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით“ – ამბობს მაჩალიკაშვილი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....