მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ვიზიტად  ბრიუსელში იმყოფებიან.
 
გუშინ მათ შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტში.
 
ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრებზე ქვეყანაში არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი.
 
 
„ყოველ წუთში, ყოველ დღე, ყოველ გამოსვლაში ჩვენი მთავარი გამოსვლაში ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა იყოს ეს – საქართველოს სჭირდება განვითარება და უსაფრთხოება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
დავით ბაქრაძემ კი არალეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების კანონიერი დასაქმების საკითხზე ისაუბრა.
 
„მთავარი გზავნილები იქნება პოლიტიკური გზავნილები, რომელიც შეეხება საქართველოს დეოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და მთლიანობის მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა გააქტიურა მუშაობა. ჩვენ ვხედავთ სირიაში ვიზიტს და ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულებას. ბუნებრივია აქაც ვისაუბრებ იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.
 
დღეს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრება.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...