მთავარისიახლეებიკულტურაბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილ ხანძარს მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადაურჩა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილ ხანძარს მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადაურჩა

Published on

ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომელშიც 2 სექტემბერს ძლიერი ხანძარი მოხდა, ცდილობს ზარალი დათვალოს. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა მუზეუმის კოლექციის 90% რაც 20 მილიონ ექსპონატს გულისხმობს. 
 
ზუსტადაა ცნობილი, რომ არ დაზიანდა ერთი ექსპონატი – ბრაზილიაში ნაპოვნი ყველაზე დიდი მეტეორიტი. 
 
 
 
1818 წელს აგებული შენობა ერთ დროს პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო. მუზეუმში 20 მილიონი იშვიათი ექსპონატი იყო განთავსებული. საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის მცენარეების, მინერალების, ცხოველების, მუმიებისა და ინდური ჭურჭლის იშვიათი ექსპონატები. ექსპოზიციაში შედიოდა დინოზავრის ჩონჩხი და 12 ათასი წლის წინანდელი თავის ქალის ძვლის ნაწილები.
 
 
 
მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.
 
ფინანსური დახმარება მუზეუმს იუნესკო-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ეგვიპტემ და რუსეთმა შესთავაზა.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...