მთავარისიახლეებიპოლიტიკავისთვის შავი კატა, ვისთვის - სიმართლე

ვისთვის შავი კატა, ვისთვის – სიმართლე

Published on

ბატონი გიორგი კანდელაკი ტელევიზიით ან მიმოწერით ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
 
თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს და მის ინტერპრეტაციებს, რომელიც ქვეყანაში გავრცელდა.
 
თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, „რუსთავი 2“-მა და ოპოზიციის ნაწილმა არასწორად გააშუქა და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
 
თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ ანგარიშში ცალსახად არის მოცემული პოზიტიური შეფასებები საქართველოს შესახებ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებაში.
 
„დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, არის ცალსახად პოზიტიური საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ უნდა დაერქვას სახელი იმას, რასაც გიორგი კანდელაკი ამბობს, როცა გამოდის ხოლმე ტელევიზიით, ან მიმოწერით ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას. ეს არ გამოვა. ის, რაც საქართველოში კეთდება, შეუმჩნეველი არ დარჩება. პროგრესი, რომელიც არის, არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ყველას, და განსაკუთრებით ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, რომ როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი და ისეთი პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საჯარო ინტერესს შეესაბამება, მითუმეტეს მაშინ, როცა შავზე თეთრის და თეთრის შავის თქმის მცდელობა არის სახეზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ შეფასების პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული...

ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...