მთავარისიახლეებისაზოგადოებავასილ მაღლაფერიძე გაიქცა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შვებულებაში

ვასილ მაღლაფერიძე გაიქცა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შვებულებაში

Published on

ვასილ მაღლაფერიძე შვებულებაში გავიდა
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და პროფკავშირები ვასილ მაღლაფერიძეს უპირისპირდებიან. მათი საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ წარადგინეს და მოუწოდეს მენეჯმენტს, დათმობებზე წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.
 
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 150 ადამიანი ჰონორარულ ანაზღაურებაზე გადაიყვანეს. ისინი ცვლილებას არ ეთანხმებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებენ. 
 
პროფკავშირის წარმომადგენლებს სურდათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაემართათ, თუმცა ვასილ მაღლაფერიძე შვებულებაში გავიდა. 
 
„პროფკავშირი თავიდან ბოლომდე გამოხატავს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს რამდენჯერაც საჭირო იქნება, შეხვდეს ვასილ მაღლაფერიძეს, გავიაროთ ყველაფერი. თუ დაიხევენ უკან და ეს პროცესი შეჩერდება, პროფკავშირი აქტიურად ჩაერთვება ყველაფერში და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოხდება. აქ ჩვენ გვაქვს არაპროფესიონალურ მიდგომასთან საქმე. ზოგადად, თუ თანამშრომლები, 58 კაცი კომპანიაში არ მუშაობს შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არ ვარგა. უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი ერთმნიშვნელოვნად უნდა დადგეს,“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა.
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელმძღვანელობას თანამშრომლებთან კომუნიკაციის ნაკლებობაშიც ადანაშაულებენ.
 
„ის, რომ მეორე არხი 4 მილიონი ჯდებოდა, არასწორი ინფორმაცია იყო, რადგან 340 ათასი ლარი ჯდებოდა სახელფასო ფონდი და მხოლოდ 800 ლარამდე ჯდებოდა მთელი არხის მომსახურება,“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კონსულტანტმა, დოდო შონავამ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...