მთავარისიახლეებიპოლიტიკამედია ფორუმის რუსმა მონაწილეებმა მიიღეს პასუხი კითხვაზე ,, რას ფიქირობს ქართველი ხალხი...

მედია ფორუმის რუსმა მონაწილეებმა მიიღეს პასუხი კითხვაზე ,, რას ფიქირობს ქართველი ხალხი იმაზე, თუ ვინ არის ოკუპანტი და ვინ არა

Published on

 
სასტუმრო "ვერე პალასთან," სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი დაიწყო, აქცია მიმდინარეობს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. 
 
 აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა, თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.
 
"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", – განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.
 
აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
 

 
 
როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქცია მათთვის გასაკვირი და არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. თვითონ ის ფაქტი, რომ რუსული მედიაფორუმი საქართველოში, მეოთხე წელია ტარდება და წელს მოჰყვა ორგანიზებული, სამართლიანი პროტესტი, იძლევა იმედს, რომ ეს ფორუმი მომავალ წელს საერთოდ ვერ ჩატარდება (წელს უკვე მოუწიათ განრიგისა და განსახილველი საკითხების შეცვლა, სამი მომხსენებელი საერთოდ არ შემოუშვეს ქვეყანაში, ბიზნეს-ლანჩი, სადაც მედიამენეჯერები უნდა მიეწვიათ, ჩავარდა, რადგან არავინ მივიდა) და კიდევ ერთხელ, ცალსახად მიანიშნებს, რომ სამოქალაქო პროტესტი, საოკუპაციო ბანერის გასწვრივ ავტობანზე დგომა, პატრულირება საოკუპაციო ზოლზე, კამპანია "წაუსტიკერე" და სხვა აქტივიზმი არასდროს არის ზედმეტი და რომბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. 

 
ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ აშკარად შეწუხებულია – არ გვეგონა ეს რომ მოხდებოდა, სირცხვილია, ისინი პროფესიონალები არიან – რუსული მედიაფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი
 
 
აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია – ასე ეხმაურება  რუსული მედიაფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი იმ აქციას, სადაც მოქალაქეები ფორუმის გამართვას აპროტესტებენ.
 
ნასყიდაშვილი ამბობს, რომ რუსული მედიაფორუმი საქართველოში მეოთხე წელია იმართება და ამას პროტესტი არასდროს მოჰყოლია. მისი თქმით, რუსი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები კოლეგებს მხოლოდ ინფორმაციას უცვლიან და პროპაგანდას ადგილი არ აქვს.
 
„მეოთხე წელიწადია იმართება საქართველოში ეს ღონისძიება და მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ნამდვილად არ გვეგონა, თუკი ეს ამბავი მოხდებოდა.
 
"აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ პროფესიონალიზმზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი პროპაგანდაზე აქ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა“-ამბობს ფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი.
 
 ხელისუფლებისა და უშუალოდ მედიაფორუმის ყველა მცდელობა  სეუქმნას  ,,სტუმრებს'' მასპინძელი ქვეყნის კეთილგანწყობის ილუზია, ჩავარდნილია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ფორუმში მონაწილლე ჟურნალისტმა ლანა ღვინჯილიამ ჯერ დემონსტარტიულად დაიდგა წინ პატარა ბანერი წარწერით  ,,რუსეთი ოკუპანტია''.ხოლო შემდეგ დემონსტრატიულად დატოვა ფორუმი.
 
 
მედია ფორუმის რუსმა მონაწილეებმა მიიღეს პასუხი კითხვაზე ,, რას ფიქრობს ქართველი ხალხი იმაზე, ვინ არის ოკუპანტი.
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...