ბრძოლა საქართველოსთვის ყველგან, სადაც ის არის – პრეზიდენტი სააკაშვილი ჯეკ ბრაიანის გახმაურებული ფილმის ჩვენებაზე ნიუ – იორკში

0
478
გუშინ ნიუ იორკის „აიეფსის“ კინითეატრში გაიმართა ჩვენება ჯეკ ბრაიანის ფილმისა ,, აქტიური ღონისძოებები'', რომელიც ეხება კრემლის რეჟიმის სავარაუდო კავშირებს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან 
 
ანხილვაზე მოწვეული იყო ნიუ -იორკში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც.
 
ფილმის ჩვენებაზე მიხეილ სააკაშვილი მაყურებელს იმ გზავნილზე ესაუბრა, რომელიც მისი თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის – პოლ მანაფორტის პარტნიორ სემ პატენისგან მიიღო. პატენი ივანიშვილის ლობისტი იყო და დღეს მას ლობისტურ საქმიანობაში კანონდარღვევების გამო შეერთებულ შტატებში ასამართლებენ.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ  , შეერთებულმა შტატებმა კრემლის უნდა იმოქმედოს ოლიგარქების წინააღმდეგ . მისი თქმით, ფილმში ოდნავ იგრძნობა პარტიული სიმპათია, რასაც შეიძლება დაეთანხმო ან არა, თუმცა ძალიან კარგად არის გადმოცემული ის მეთოდები, რომელსაც რუსეთი იყენებს. 
 
 
 
 

 ჯეკ ბრაიანის სკანდალური ფილმის ჩვენება უკვე მესამე დღეა  მიმდინარეობს.ამერიკული კინოთეატრების ეკრანებზე
 
მასში  დეტალურად არის აღწერილი ვლადიმერ პუტინის მრავალწლიანი მმართველობის დროს გატარებული ღონისძიებები მსოფლიო წესრიგის ჩამოსაშლელად.
 
 ფილმი მთლიანად ინტერვიუებზეა აგებული. ფილმი  და დოკუმენტურად აღწერს , თუ როგორ ჩაერია რუსეთის ფედერაცია 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში, როგორ იყენებს ის კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას და გავლენის აგენტებს დასავლეთის წინააღმდეგ კრემლის პოლიტიკურ ომში, კერძოდ, დეტალურად არის აღწერილი კრემლის მიერ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მუშაობა.
 
უკრაინის მოვლენები, მათ შორის იუშჩენკოს მოწამვლა, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება, ყირიმის ანექსია, აგვისტოს ომი საქართველოში და 2012 წლის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ეს ყველაფერი ფილმში კრემლის ერთიან სქემაშია მოქცეული.
 
 
წინა სტატიავისთვის შავი კატა, ვისთვის – სიმართლე
შემდეგი სტატიამედია ფორუმის რუსმა მონაწილეებმა მიიღეს პასუხი კითხვაზე ,, რას ფიქირობს ქართველი ხალხი იმაზე, თუ ვინ არის ოკუპანტი და ვინ არა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური