მთავარისიახლეებისაზოგადოებაუბედური შემთხვევა წითელ ხიდზე, დაგორებულმა სატვირთო ავტომანქანამ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოიყოლია

უბედური შემთხვევა წითელ ხიდზე, დაგორებულმა სატვირთო ავტომანქანამ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოიყოლია

Published on

წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და დაეჯახა სამხედრო პირს, რომელიც გარდაიცვალა.
 
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა.
 
„საზღვრის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე შემოწმებისთვის გაჩერებული იყო სატვირთო მანქანა. მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა შემოწმებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემაში პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც მანქანამ მოძრაობა დაიწყო და დაგორდა. შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სატვირთო მანქანის წინ იდგა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
 
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა მიღებული დაზიანებებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
 
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....