მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა „ოფიციალური“ ვიზიტით სირიაში ჩავიდა

რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური“ ვიზიტით სირიაში ჩავიდა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „ოფიციალური“ ვიზიტით სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ მისი პრესმდივნის მერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ,სააგენტო აბხაზია – ინფორმი'' იუწყება ა
 
ხაჯიმბას აეროპორტში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი დახვდა.
 
„მოლაპარაკებების დროს ხაჯიმბა და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და აფხაზურ-სირიული ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელებენ“, – წერს აფხაზური მედია.
 
აფხაზური „დელეგაციის“ შემადგენლობაში შედიან: ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ე.წ. თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...