მთავარისიახლეებიპოლიტიკაიაპონია ამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის

იაპონია ამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის

Published on

იაპონიამ გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ხალხებს შორის გაცვლა და კონტაქტები განვითარდეს“.- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.
 
 
„  ჩვენ  ასევე გავცვალეთ ნოტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესებაზე (ფაზა 2). ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ლოგისტიკის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მინისტრ ზალკალიანს ავუხსენი იაპონიის მიდგომები კავკასიის რეგიონისადმი. კავკასიის რეგიონი კარია, რომელიც აერთიანებს აზიასა და ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. კავკასიაში სტაბილურობა არა მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხია, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იაპონიას სურს კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავება, კავკასიის ინიციატივის კონცეფციის ჩამოყალიბების გზით. ეს ინიციატივა ორი მთავარი ელემენტისგან შედგება: ადამიანური რესურსების და სახელმწიფოს შენების განვითარებაში დახმარება და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება.
 
„ჩვენ  ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. გასულ წელს საქართველო და იაპონია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. მოხარული და კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით. მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და იაპონიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზები, რათა წინ წავწიოთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. იაპონია საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებს და სხვა ექსპერტებს, რომლებიც მნიშვნელოვანი აქტორები არიან სახელმწიფო შენების პროცესში“ – განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...