მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Published on

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 20 წლის  ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
 
ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აჭარაში დროებით ცხოვრობს. ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. მეზობლები ყვებიან, რომ ქალი ჯერ მაღაზიის ტენტზე დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.. უწყება ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარი გააკეთოს სამუშაო ვერსიის შესახებ 
 
აჭარის ტელევიზიაის  ინფორმაციით კი , ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადმოხტა. 
 
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდის მშობლებიც სახლში იმყოფებოდნენ. თუმცა ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...