მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დათხოვნილი ჟურნალისტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდფინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დათხოვნილი ჟურნალისტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდფინარეობს

Published on

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციას ნინო ზაუტაშვილიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, გენერალური დირექტორი შეხვდეს თანამშრომლებს.
 
„მე მაინტერესებს, კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულად ამ ადამიანების გაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვები და ჩვენ გვინდა კომუნიკაცია გენერალურ დირექტორთან, რომელსაც ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვხედავთ, ვერც ტერიტორიაზე და ვერც ვერსად, სადაც შეიძლება მასთან მიგვიწვდეს ხმა,“ – განაცხადა ზაუტაშვილმა.
 
 მისი თქმით, „ოპტიმიზაციის ჩატარება იმ ფონზე, როცა ახალი და ახალი კადრები ავსებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ცოტა სასაცილოც არის.
 
ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო აპარატების წარმომადგენლების გააქტიურების აუცილებლობაზე.
 
„უნდა ჩაერთოს პარლამენტი, პრემიერმინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის ოფისი, პრეზიდენტი, ყველა იმიტომ, რომ 3 მილიონი ადამიანი არის მფლობელი ამ ტელეკომპანიის, ყველა მონაწილეობს მის შექმნაში, ეს არის ტრიბუნა, რომელიც ეკუთვნის ყველას. შესაბამისად, ასე ადვილად აქ პროცესები ვერ წავა,“ – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
 
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია ხვალაც გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, თანამშრომლების ნაწილს ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ აცნობა.
 
ცვლილება თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს. ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომლები სამსახურს დატოვებენ.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...