მთავარისიახლეებიმსოფლიომიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ,,ფოქს ნიუსის'' სპეცგამოშვებაში: ,,ის იყო დიდებული ადამიანი, ჩემი ქვეყნის...

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ,,ფოქს ნიუსის” სპეცგამოშვებაში: ,,ის იყო დიდებული ადამიანი, ჩემი ქვეყნის დიდებული მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი”

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ფოქსნიუსის ეთერში გასული  სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების სტუმარი იყო. მან 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა, როდესაც სენატორმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთს ღიად დაუპირისპირდა.
 
„ცერემონია ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მაკკეინის ცხოვრება და მისი სულისკვეთება. მან გული დაგვწყვიტა. გლოვობს არამარტო ამერიკა, არამედ უკრაინაც საქართველოც. ამერიკის საელჩო გადავსებულია ყვავილებით, მისი სახელი სანთლებით დაწერეს. ეს შემთხვევითი არ არის, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ეროვნული გმირის სახელი მივანიჭეთ საქართველოში ის იყო ჩვენი ქვეყნის მებრძოლი.
 
"მან წინასაარჩევნო კამპანია მიატოვა, როდესაც რუსეთის შემოიჭრა საქართველოში, ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებულია მაკკეინი ამას არასოდეს ივიწყებდა და ამ ფაქტს ყოველთვის ახსენებდა მსოფლიოს. ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ წინა ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო  და შესაძლოა, სურდა რომ ყველას დავიწყებოდა ოკუპაციის ფაქტი, მაგრამ მაკკეინი ყოველთვის ყველას ახსენებდა ამას.
 
"ჯონ მაკკეინი ყოველთვის წარმოადგენდა ამერიკის დიდებასა და ამერიკის სიძლიერეს. ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად. ის იყო დიდებული ადამიანი, ჩემი ქვეყნის დიდებული მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ უერთგულესი ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ვერავინ შეცვლის,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...