მთავარისიახლეებიპოლიტიკაემანუელ მაკრონი: ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედურ ტელეარხ СВТ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
„რუსეთს ვერ დავასახელებთ ისეთი ქვეყნის მაგალითად, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მე მუდმივად ვეკონტაქტები ვლადიმერ პუტინს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი მისი ოცნებაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
 
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება.
 
„თუ შვედეთს ოდესმე პრობლემები ექნება, ეს მართლაც არ იქნება საფრანგეთი. ისევე როგორც შვედეთში ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, – დასძინა მან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....