მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო ლეგენდარულ მაკ-კეინს ეთხოვება

მსოფლიო ლეგენდარულ მაკ-კეინს ეთხოვება

Published on

ჯონ მაკკეინის ცხედარი კაპიტოლიუმის სასახლეშია დასვენებული. ამერიკის ეროვნული გმირის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან უკვე ვაშინგტონში მიმდინარეობს.
 
ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მივიდა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პროცესიაზე პრეზიდენტ ტრამპის თხოვნით იმყოფება, თავად ტრამპს სენატორის პანაშვიდზე დასწრება თავად მაკკეინმა აუკრძალა.
 
 
„35 წლის განმავლობაში ჯონ მაკკეინი ამ გუმბათის ქვეშ, ამ დარბაზში მსახურობდა. იბრძოდა იმისთვის, რისიც სწამდა. როდესაც კონგრესში ვმუშაობდი და ახლაც, ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის არ ვეთანხმებოდით, მაგრამ მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყანას უფრო აძლიერებდა. ჯონ მაკკეინი ძალიან დაგვაკლდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა გუშინ, ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნისადმი მის მიერ გაწეულ სამსახურს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ჯონ მაკკეინი ემსახურა თავის სამშობლოს და ემსახურა ერთგულად,“- განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.
 
 
 
 
 
ამერიკის ეროვნულ გმირს კვირას ანაპოლისის სამხედრო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ.
 
მსოფლიო მედიაშიაღნიშნავენ, რომ დაკრძალვის ცერემონიალსდაესწრება მაკ-კეინის 106 წლის დედა რობერტა. 
 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...