მთავარისიახლეებიპოლიტიკამითხარი, ვინ არის შენი ლობისტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ - ივანიშვილის...

მითხარი, ვინ არის შენი ლობისტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ – ივანიშვილის ამერიკელი ლობისტი კოლუმბიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Published on

ივანიშვილის ამერიკელი ლობისტი სემ პატენი ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ  სცნო რუსეთთან დაკავშირებულ საქმეში.
 
სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან 2012 წლიდან თანამშრომლობდა.
 
ბიძინა ივანიშვილი სემ პატენს ლობისტური საქმიანობისთვის თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა. 
 
გავრცელებული ცნობით, სემ პატენი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ინფორმაციას აწვდიდა და კლიენტებს შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
 
 
 
სემ პატენი აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტტექნოლოგ პოლ მანაფორთან , რომელსაც  ბრალი ედება უკანონო ლობისტურ საქმიანობაში რუსეთის სასარგებლოდ. გარდიანის ცნობით, გამოძიება შეეხო სემ პატენსაც, რომელიც მუშაობდა  მანაფორის ფირმაში Cambridge Snalytica'' და შესაბამისად  მონაწილდეობდა მის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის უკრაინის პრორუსული პარტიის  ,, ოპოზიციური ბლოკის'' ინტერესების უკანონო ლობირებაში 2014 წლიდან დღემდე. პატენს ჰქონდა თავისი კომპანიაც, რომელიც შექმნა რუს კონსტანტინე კილიმნიკთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ცნობილია მჭიდრო კავშირებით რუსეთის სპეცსამსახურებთან.
  
სემ პატენის საქმე კოლუმბიის ფედერალურ სასამართლოს განსახილველად წარუდგინა  აშშ პროკურატურამ  ვაშინგტონში. 47 წლის ლობისტს ბრალი ედებოდა  უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში. როგორც აშშ  მედია წერდა,  ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფინანსური  პასუხისმგებლობა ელოდა. 
 
და აი, ბრალდება დადასტურებულია. 
 
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც ამუშავებდა ოლიგარქი სემ პატენს და სხვა ლობისტურ ფირმებს,  მოკლე კომენტარს აკეთებს კოლუმბიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:  ,,ძალიან შავი "პალასა" აქვს ოლიგარქს. ჯერ მისმა ფალავანმა წააგო ჰოლანდიურ სასამართლოში და ახლა ეს'' .
 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...