მთავარისიახლეებიპოლიტიკამითხარი, ვინ არის შენი ლობისტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ ... -...

მითხარი, ვინ არის შენი ლობისტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ … – ივანიშვილის ლობისტი კოლუმბიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Published on

ივანიშვილის ამერიკელი ლობისტი სემ პატენი ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ  ,სცნო რუსეთთან დაკავშირებულ საქმეში.

 
სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან 2012 წლიდან თანამშრომლობდა.
 
ბიძინა ივანიშვილი სემ პატენს ლობისტური საქმიანობისთვის თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა. 
 
გავრცელებული ცნობით, სემ პატენი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ინფორმაციას აწვდიდა და კლიენტებს შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
 
 
 სემ პატენი აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტტექნოლოგ პოლ მანაფორთან , რომელსაც  ბრალი ედება უკანონო ლობისტურ საქმიანობაში რუსეთის სასარგებლოდ. გარდიანის ცნობით, გამოძიება შეეხო სემ პატენსაც, რომელიც მუშაობდა  მანაფორის ფირმაში Cambridge Snalytica'' და შესაბამისად  მონაწილდეობდა მის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის უკრაინის პრორუსული პარტიის  ,, ოპოზიციური ბლოკის'' ინტერესების უკანონო ლობირებაში 2014 წლიდან დღემდე. პატენს ჰქონდა თავისი კომპანიაც, რომელიც შექმნა რუს კონსტანტინე კილიმნიკთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ცნობილია მჭიდრო კავშირებით რუსეთის სპეცსამსახურებთან.
  
სემ პატენის საქმე კოლუმბიის ფედერალურ სასამართლოს განსახილველად წარუდგინა  აშშ პროკურატურამ  ვაშინგტონში. 47 წლის ლობისტს ბრალი ედებოდა  უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში. როგორც აშშ  მედია წერდა,  ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფინანსური  პასუხისმგებლობა ელოდა. 
 
და აი, ბრალდება დადასტურებულია. 
 
 
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც ამუშავებდა ოლიგარქი სემ პატენს და სხვა ლობისტურ ფირმებს,  მოკლე კომენტარს აკეთებს კოლუმბიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:  ,,ძალიან შავი "პალასა" აქვს ოლიგარქს. ჯერ მისმა ფალავანმა წააგო ჰოლანდიურ სასამართლოში და ახლა ეს'' …
 
 

სიახლეები

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...