მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: კონსტანტინოპოლს არაფერში სჭირდება საქართველოს საპატრიარქოს და ქართველი ერის განაწყენება....

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: კონსტანტინოპოლს არაფერში სჭირდება საქართველოს საპატრიარქოს და ქართველი ერის განაწყენება. ეს თუ ვინმეს აწყობს და უნდა, ისევ იმპერიალისტური რუსეთია!

Published on

 
დეკანოზი ილია სწიღლაზე ეხმაურებაა ინფორმაციას კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის  განცხადების შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყვეტილია. 
 
 
 „დღეს ზოგიერთებისგან ვრცელდება მცდარი აზრი და ცრუ შიში ქართულ საზოგადოებაში, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადება იმოქმედებს აფხაზეთის ეპარქიის საკითხზე და აფხაზეთიც მიიღებს ავტოკეფალიას. რატომაა ეს აზრი სრული სიცრუე და სისულელე?!
 
1. აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ სახელმწიფოს, მაშინ როდესაც ძლიერი სახელმწიფოებრიობაა ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და მიზეზი;
 
2. სეპარატისტული აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება ცალსახად რუსული რეჟიმია და ის არ დაუშვებს აფხაზეთის მართლმადიდებლობაში კონსტანტინოპოლის გაძლიერებას და მოსკოვის საპატრიარქოს გავლენების შემცირებას;
 
3. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წინა წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადა, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა და არანაირად არ განიხილება ავტოკეფალიის მინიჭება, ასევე კონსტანტინოპოლისათვის (გინდ სხვა საპატრიარქოსადმი) მისი მიერთების სურვილი გამორიცხულია. ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი სიტყვის კაცია, განსხვავებით რუსეთის პატრიარქ კირილესაგან. ბართლომეოსის ყოველი სიტყვა არის "ასჯერ აწონილი და ათასჯერ გაზომილი" და ის არ იცვლება (კირილე რომ სიტყვის კაცი არაა, კრეტის კრებაზეც გამოჩნდა: კრების წინა თვეებში ამბობდა, კრებაზე მივდივარო, მართლმადიდებელთა ერთობას მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთო და ბოლოს, გამგზავრების წინა დღეებში გადათქვა და ობსტრუქცია მოაწყო, რითაც მთელს მსოფლიოს აჩვენა მართლმადიდებელთა არაერთსულოვნება, დააკნინა მართლმადიდებლობა და ნახევარი საუკუნის მანძილზე ნამზადები დიდი კრება).
 
4. როგორ შეიძლება 40 მილიონიან უკრაინის სახელმწიფოს შევადაროთ ჯუჯა აფხაზეთი და მისი პატარა ეპარქია, სადაც მართლმადიდებლობა არცაა აბსოლუტურ უმრავლესობაში და ისლამი, აფხაზური წარმართობა და სომხური სარწმუნოება მას არ ჩამორჩება რაოდენობით?!
 
5. კონსტანტინოპოლს არაფერში სჭირდება საქართველოს საპატრიარქოს და ქართველი ერის მომდურება და სამტროდ განაწყენება. ეს თუ ვინმეს აწყობს და უნდა ისევ იმპერიალისტური რუსეთია!
 
6. ოპონენტებს არგუმენტად მოაქვთ პროკონსტანტინეპოლურად განწყობილი, რუსებისგან ნაკურთხი და მერე მათგან გამდგარი (იქნებ რუსული ფსბ-ს კარნახითაც) აფხაზი სასულიერო პირის, დოროთე დბარის ვიზიტი მსოფლიო პატრიარქთან და ერთობლივად გადაღებული ფოტოები. მაგრამ ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ მსოფლიო პატრიარქთან აუდიენცია ყველა ქრისტიანს მარტივად შეუძლია და არც ფოტოების მასთან გადაღებაა "რჩეულთა" პატივი და ფუფუნება.
 
7. თუ საიდანმე მოდის საფრთხე, ესაა მოსკოვის საპატრიარქო, რომელც დე ფაქტოდ აკონტროლებს აფხაზეთის ეპარქიას, დაპყრობილი აქვს ყველა ეკლესია-მონასტერი (გარდა ახალი ათონის მონასტრისა) და 15-მდე მღვდელი ჰყავს აფხაზეთში. მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებებს აფხაზეთის ეპარქიის მისატაცებლად კანონიკური კუთხით იგივე ფასი აქვს, რაც პუტინის რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებას საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში!“ – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 
 
 
კონსტანტინოპოლს არაფერში სჭირდება საქართველოს საპატრიარქოს და ქართველი ერის მომდურება და სამტროდ განაწყენება. ეს თუ ვინმეს აწყობს და უნდა ისევ იმპერიალისტური რუსეთია! – აცხადებს დეკანოზი

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...