მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბორია, მოემზადე!'' - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე

,,ბორია, მოემზადე!” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე

Published on

 
ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის გამოძიებასთან თანამშრომლობს, ბრალი აღიარა.
 
47 წლის პატენმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტისთვის უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 ათასი დოლარი გამოიყენა.
 
სემ პატენმა ისიც აღიარა, რომ როგორც არარეგისტრირებული ლობისტი, ისე მოქმედებდა და, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე იცრუა.
 
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქესთანაც თანამშრომლობდა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
 
ეს არის პირველი საჯარო დადასტურება, რომ 2017 წლის იანვარში გამართული ცერემონიის დასაფინანსებლად უკანონო თანხა გამოიყენეს. სემ პატენს 5-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
 
ივანიშვილის ლობისტმა სემ პატენმა განაცხადა,რომ სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ ყველაფერს მოყვება იმ პირებზე , ვიზეც მუშაობდა.
 
 
,,  FBI in action….ბორია, მოემზადე!'' წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...