მთავარისიახლეებიმსოფლიოავიაკატასტროფა სოჭში

ავიაკატასტროფა სოჭში

Published on

სოჭში ავიაკომპანია Utair-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-სოჭის რეისს ასრულებდა, აეროპორტის დასაფრენ ზოლს გასცდა და მდინარეში გადავარდა, სადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 3 ბავშვია
ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
 
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ბორტზე 164 მგზავრი  და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
 
 კატასტროფა  მეტეოროლოგიურ პირობებთან არის დაკავშირებული – წუხელ სოჭში თავსხმა  და ძლიერი ჭექა ქუხილი იყო,  ქროდა ძლიერი ქარი, გამოცხადებული იყო საშტორმო მდგომარეობა. ძლიერი ქარის გამო პილოტებმა პირველ ცდაზე ვერ დასვეს თვითმფრინავი და მეორე წრეზე წავიდნენ,  თვითმფრინავი ერთხანს აეროპორტის თავზე მანევრირებდა და   როგორც იქნა მიღებულ იქნა ასაფრენ ზოლზხე დაფრენის გადაწყვეტილება,  პილოტებმა თვითმფრინავი დასვეს კიდეც, მაგრამ იგი ასაფერენი ზოლიდან მოცურდა  და ფრთით გამოედო  აეროპორტის ზღუდეს, რამაც მისი აალება გამოიწვია – ალმოდებულმა თვითმფრინავმა  ზღუდე აანგრია დამდინარე მზიმთას კალაპოტში  ჩაგორდა . – აცხადებს იგი. 
 
მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაციის პროცესში დაიღუპა აეროპორტის თანამშრომელი , რომელსაც გულმა უმტყუნა
 
.
 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...