მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ნიშნით შეირჩა საქართველოს ორკაციანი დელეგაცია? აშშ - ში დაკრძალვაზე თამარ ჩუგოშვილი...

რა ნიშნით შეირჩა საქართველოს ორკაციანი დელეგაცია? აშშ – ში დაკრძალვაზე თამარ ჩუგოშვილი და დავით ბაქრაძე წარგზავნეს

Published on

სენატორ მაკკეინს უკანასკნელ გზაზე საქართველოს ორკაციანი დელეგაცია გააცილებს. გამართული კონსულტაციების შედეგად კი გადაწყდა, რომ ცერემონიას ვაშინგტონში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაესწრებიან. დელეგაციის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრები არ შეიყვანეს.
 
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ყველა სხვა ქვეყნიდან როგორც საქართველოდან მიწვეულიას ორი წარმომადგენელი, თუმცა რატომ ვერ წავიდნენ დაკრძალვის ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, მისთვის უცნობია. დელეგაციის წევრების განცხადებით ჯონ მაკკეინი საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო
 
  მარტო, საკუთარი ინიციატივით ჩავა სენატორის დაკრძალვაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი  შალვა ნათელაშვილი .
 
 შეერთებულ შტატებში გაფრენის წინ  მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა  საქართველოს ხელისუფლება იმისი გამო,  რომ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოდან უმაღლესი რანგის დელეგაცია არ მიდის.
 
„რეჟიმმა, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც თავი მოიჭრა და ამ დიდი მეგობრის დაკრძალვაზე გაემგზავრა არა სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, არამედ მესამე-მეოთხე კლასის წარმომადგენლები. 
 
"მე ჩემი ჩასვლით და სამძიმრის გამოხატვით მინდა, გამოვასწორო ის სამარცხვინო ვითარება, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა,“ – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
 
ჯინ მაკკეინს ხვალ დაკრძალავენ. საქართველოს ეროვნული გმირის დაკრძალვაზე ჩასასვლელად ვერ მოიცალეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიახლეები

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...