მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსწავლეების ჩანთების წონა განახევრდა

მოსწავლეების ჩანთების წონა განახევრდა

Published on

1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეების წიგნებისა და შესაბამისად, ჩანთების წონა განახევრდა. – ნათქვამია “ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. 
 
 დოკუმენტიდან ირკვევა, აქამდე თითო სახელმძღვანელოს წონა 1-ელიდან – მე-4 კლასის ჩათვლით, დაახლოებით 400 გრამამდე იყო, რაც წელს 200 გრამამდე მცირდება. რაც შეეხება მე-5 – მე-6 კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი, წონა 250 გრამამდე მცირდება. 
 
აღსანიშნავია, რომ წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...