მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპული საქართველო მმართველ პარტიასთან თანამშრომლობს - უპირობოდ ? ნაციონალური მოძრაობა განმარტებას ითხოვს

ევროპული საქართველო მმართველ პარტიასთან თანამშრომლობს – უპირობოდ ? ნაციონალური მოძრაობა განმარტებას ითხოვს

Published on

ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს სთხოვს, განმარტონ, რატომ ეხმარება ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბებაში. 
 
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის, თქმით, 73 საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების  გადაწყვეტილებებს მხარი ევროპულმა საქართველომ დაუჭირა.
 
გიორგი ბოტკოველმა დღევანდელ ბრიფინგზე სხდომის ოქმები წარმოადგინა.
 
 
„29 აგვისტოს ჩატარებულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ სხდომას, დაფიქსირდა გამაოგნებელი ფაქტი – დავით ბაქრაძისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარი დაუჭირეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.
 
"ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ინიციატივებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საოლქო კომისიების მხრიდან ხელს შეუწყობს შემდგომში არჩევნების გაყალბების პროცესს.
 
"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს პასუხს, რომელიც უნდა გაგვცეს ევროპულმა საქართველომ,“ – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი. 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...