მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, სადაც ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე'' - შტაბის...

,,ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, სადაც ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე” – შტაბის ხელმძღვანელი ტელეკომპანია ,,იმედს” არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Published on

 პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი  ტელეკომპანია ,,იმედს'' ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.
 
„უკვე ორი დღეა, ტელეკომპანია იმედის მეშვეობით ხდება ე.წ. Fake ნიუსის გავრცელება ჩვენს კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან, მიმართებაში,“ – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია იმედი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყოს.  
 
„გვესმის, რომ ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, სადაც ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მომავალში. განცხადება, რომელიც არის გაკეთებული გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელსაც ატრიალებს არასწორ კონტექსტში ტელეკომპანია იმედი, გაკეთებულია 2008 წლის ომამდე. ეს განცხადება პირიქით მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან აერიდებინა შეიარაღებული კონფლიქტი და ის აგრესია, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. იმედი ისე აშუქებს, რომ თითქოს, ეს განცხადება ომის მიმდინარეობის პერიოდშია გაკეთებული და სპეციალურად ამახინჯებს ფაქტებს. მივმართავ ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიას, შეისწავლოს ეს სიუჟეტები თავიდან ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არღვევს ყველა ნორმას. არ შეიძლება, მედიასაშუალებები ფაქტებს თავიდან ბოლომდე ამახინჯებდნენ,“ – აღნიშნა ვაშაძემ..

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...