მთავარისიახლეებისაზოგადოებაორმული თხრილები, დაზიანებული ტროტუარები, თავსახურის გარეშე დარჩენილი საკანალიზაციო ჭები- ეს ზუგდიდის ქუჩებია...

ორმული თხრილები, დაზიანებული ტროტუარები, თავსახურის გარეშე დარჩენილი საკანალიზაციო ჭები- ეს ზუგდიდის ქუჩებია [Video]

Published on

მწყობრიდან გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა, ორმული თხრილები, დაზიანებული ტროტუარები, თავსახურის გარეშე დარჩენილი საკანალიზაციო ჭები- ეს ზუგდიდის ქუჩებია. ადგილობრივები ჩივიან, რომ გზები სავალალო მდგომარეობაშია, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ კეთდება, მათი თქმით,  ხელისუფლება უყურადღებოდ იქცევა და წლების განმავლობაში პრობლემას ვერ აგვარებს. გზა იმდენად არის გაფუჭებული, რომ გადაადგილება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ სატრანსპორტო საშუალებებსაც კი უჭირთ. მათი თქმით, გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით ძნელია ნალექიან ამინდში.მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს ზუგდიდის მერია, უწყებაში აცხადებენ, რომ საკანალიზაციო ჭები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, კომპანიის წარმომადგენელი დათო ფოცხვერია ამბობს, რომ ეს პრობლემა მათთვის ცნობილია, მოთხოვნა გაგაზავნიალია და სამშაბათს უკვე ჭების თავსახურები ადგილზე იქნება. ფოცხვერიას თქმით, ხშირად ტყდება თავსახურავები და ამის მიზეზია დიდი სატვირთო მანქანების მოძრაობა.
 
 
 

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...