მთავარისიახლეებისაზოგადოებამუყაოს მუზეუმი და საკანალიზაციო ჭები ზუგდიდში - ინოვაცია, რომელიც ჩვენი გადასახადებით...

მუყაოს მუზეუმი და საკანალიზაციო ჭები ზუგდიდში – ინოვაცია, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება

Published on

მუყაოს მუზეუმი ღია ცისქვეშ ზუგდიდში – თვითმმართველობა განუხრელად ზრუნავს დადიანების სასახლეთა კომპლექსში დაცულ სიძველეთა  შევსება- გამდიდრებისთვის ახალი ექსპონატებით .   ინკოგნიტო დიზაინერმა თვითმმართველობიდან და უშუალოდ იმ სამსახურებიდან, ვისაც საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ევალება, ინოვაციურად გადაწყვიტა თავღია დარჩენილი საკანალიზაციო ჭების პრობლემა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია მერაბ კოსტავას ქუჩაზე მუყაო, როგორც ასეთი,  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებად აქცია. როგორც მოსახლეობა ამბობს,  მასაც აქვს ინოვაციური იდეა – ისღა დარჩა, დადიანების მუზეუმის ცენტრალური შესავლელი გადატანილ იქნას მერაბ კოსტავას ქუჩის მხარეს, რათა დამთვალიერებელმა უკეთესად და კომპლექსურად  აღიქვას ზუგდიდის ძველი  და თანამედროვე  კულტურა. 

ჭების  ამოვსება მუყაოს კოლოფებით თუ ამ მასალის გამოყენება საგზაო ნიშნებად  ინოვაციური  აზროვნების ნიმუშია და გარდა იმისა, რომ ეს ქმნის ახალ ესთეტიკას ზუგდიდის ქუჩების გაფორმებაში, პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს – მუყაოს, რომელიც აქამდე დაუნანებლად იყრებოდა სანაგვეზე, ახალი ფუნქცია მოეძებნა, რაც წარმოადგენს  კიდეც გამოყენებითი ხელოვნების  არსს და საფუძველს.

ახალ ღია ცისქვეშა მუზეუმში ადგილი და ფუნქცია მოიძებნა ნახმარი საბურავებისთვის, მაგრამ თეთრი მუყაო მაინც სხვაა – იგი  ბნელსაც და ბნელშიც ანათებს. 

ცხოვრება წინ მიდის. მაგრამ გააჩნია ვისი – მათი ვინც ასეთი იდეებისთვის თუ უიდეობისთვის სოლიდურ ხელფასს იღებს ჩვენი გადასახადებიდან, თუ მოსახლეობის, რომელმაც უნდა უყუროს ამას და  მადლიერი იყოს  მუყაოს კოლოფებისთვის, რომელთაც, ვინ მოთვლის, რამდენი ფიქრებს გადაყოლილი ადამიანი იხსნა საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნისაგან. მძღოლები ხომ ცალკე თემაა – დაარტყამდა მანქანა ჭას , დაარტყამდა ჭა მის ჯიბეს. ნეტავ მერიის თანამშრომლები სხვა გზებით დადიან სამსახურში? თუ ღარიბული მანქანებისგან განსხვავებით,  მაგარშუბლიანი ჯიპები  ასეთ დარტმებს ვერ გრძნობენ? 

 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...