მთავარისიახლეებისაზოგადოებახაშურში, სოფელ ცედანის სიახლოვეს ტყე იწვის

ხაშურში, სოფელ ცედანის სიახლოვეს ტყე იწვის

Published on

 ამ დრომდე  გრძელდება ხაშურში,  სოფელ ცედანის მიმდებარე ტყეში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.  წინასწარი მონაცემებით უკვე დამწვარია 5 ჰა ფართობი,    ცეცხლი, რომლის ჩაქრობა მიუვალი მდებარეობის გამო  ვერ ხერხდება,  მძვინვარებს კიდევ ხუთ ჯექტარზე. 
 
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობს ართულებს ქარიანი ამინდიც, რაც  სპეციალისტებს  არ აძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, მოხსნილია თუ არა ხანძრის დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელების საფრთხე. 
 
ხანძარი ცედანის  ფოთლოვან ტყეში გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა და დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე გავრცელდა . 
ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ.
 
 
 
,,ცეცხლის ლოკალიზებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. იმის მიუხედავად, რომ ხანძრის კერა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, მაინც მოხერხდა და ამ დროისთვის, 10 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შესაბამისი ჯგუფები უკვე შემთხვევის ადგილზეა და ცეცხლის ლოკალიზებისთვის ინტენსიურად გრძელდება ღონისძიებები, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ . სპეცტექნიკის გარდა, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი. შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურს დახმარებას უწევენ მეზობელი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიც. –  განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. 
 
 
 
„ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა და იმედია თავს გააართმევს ამოცანას – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში –  ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი, თუმცა  ამ დროისთვის ამის  აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.“
 
 
 

 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...