მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეს, რომელსაც სუიციდის მცდელობა ქონდა ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ

გარემოვაჭრეს, რომელსაც სუიციდის მცდელობა ქონდა ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ [Video]

Published on

ზუგდიდის ბაზართან დღეს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დააკავეს. ის პოლიციის სამმართველოში უკვე რამდენიმე საათი იმყოფებოდა დაკითხვაზემისი შვილის  ლექსო ნოდიას ინფორმაციით, მარინა ფარულავას დაკითხვის ოთახში სუიციდის მცდელობა ჰქონდა  მარინა ფარულავამ სამართებლით, რომელიც ჩანთაში ჰქონდა ვენების გადაჭრა სცადა. ადგილზე  გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ლექსო ნოდიას დედის  ნახვის უფლება მისცეს.  მან  აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში კრიმინალური ექსპერტი ამ დრომდე იმყოფება.
გარემოვაჭრე დღეს დაახლოებით 16 : 00 საათისთვის დააკავეს. თვითმხილველი ნესტან ღულათავას განცხადებით, პოლიციამ მარინა ფარულავას გარევაჭრობის შეწყვეტისჯენ მოუწოდეს რასაც არ დაემორჩილა. მათ შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც რის შემდეგაც ის პოლიციის მანქანაში ჩაავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. მარინა ფარულავამ რამდენიმე წუთის უკან დატოვა პოლიციის სამმართველო. მან ჟურნალისტებს განუცხადა , რომ ხვალ გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. ის ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მარინა ფარულავა არ უარყოფს სუიციდის მცდელობის ფაქტს და აცხადებს რომ ეს მისი ემოციებიდან გამომდინარე მოხდა. 
შსს ცნობით, მარინა ფარულავა დაკავებულია ადმინისტრავიული სამართალდარღვებათა კოდექსის 153 -ეს მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი, გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....