მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

Published on

 
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრმა  გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. 
 
დეტალური ინფორმაცია ცენტრის  ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და მსურველებს მათი გაცნობის საშუალება   13:00 საათიდან  მიეცა. 
 
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია. 
 
ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 მათგანი.
 
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა. 
 
ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

სიახლეები

PACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთება...

პროკურატურა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ზღვის უბნის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ბრალდებულები,...

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა...

მოზარდთა დანაშაულებზე პოლიტიკა მკაცრდება

"ოცნების" ინიციატივა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიტიკა გაამკაცროს, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ბავშვთა უფლებადამცველების...