მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ბათუმის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

Published on

 
ბათუმში, სავაჭრო ობიექტში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. 
 
როგორც ისინი აცხადებენ, ხანძრის შედეგად „სერიოზული ზარალი მიადგათ“, მაღაზიები კი დაზღვეული არ ჰქონიათ.
 
„საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული. როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცით“, – აცხადებენ მოვაჭრეები.
 
წერეთლისა და პუშკინის ქუჩების მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ობიექტში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ. დამწვარი შენობა სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.
 
აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად საღებავების სავაჭრო ობიექტების გვერდით განთავსებული საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაიწვა. სახლის მეპატრონეც ასევე, ხელისუფლებას სახურავის შეკეთებას სთხოვს. 
 
 
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევის ადგილზე ერთი სახანძრო ავტომობილი მაინც რჩება.
 
ბათუმის სავაჭრო ცენტრში  ხანძარ ღამის საათებში გაჩნდა და  560 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო,  ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი .-   ცეცხლმა  სრულად გაანადგურა სავაჭრო ცენტრის ერთი ნაწილი – 10 მაღაზია, ასევე დამწვარია სავაჭრო ცენტრის სახურავი.მოვაჭრეების განცხადებით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა ხანძრის ძირთადი კერების ლოკალიზება დროულად მოხდა.
 
 
ცეცხლის ლიკვიდაციაზე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა და 65 მეხანძრე მაშველი მუშაობდა.
 
. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...