მთავარისიახლეებისაზოგადოებაავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე - დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის...

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე – დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

Published on

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. 
 
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება. 
 
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...