მთავარისიახლეებიპოლიტიკასატირალში თამარ ჩუგოშვილი გაუშვეს - რანი არიან ორღობის პოლიტიკოსები

სატირალში თამარ ჩუგოშვილი გაუშვეს – რანი არიან ორღობის პოლიტიკოსები

Published on

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრება. ამის შესახებ მედიას  პარლამენტში განუცხადეს. 
 
დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა.
 
„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
 
 
გასარკვევია,  რამდენად ბუნებრივია მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსის დაკრძალვის ცერემონიალზე საქართველოს ხელისუფლების სახელით თამარ ჩუგოშვილის წარგზავნა  და ისიც საზოგადოებასა და მედიაში დძრული უკმაყოფილების ტალღის შემდეგ, რომელიც გამოიწვია განცხადებამ იმის შესახებ, რომ  მერილენდში  არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ მიემგზავრება.  
 
ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის,  რომ პატივი უნდა მიაგოს ქვეყნის ეროვნულ გმირს, თავის ხალხს კი არა,  საკუთარ თავსაც არ სცემს პატივს. დასანანი ეს არის, თორემ სენატორ მაკკეინს  არათუ ჩუგოშვილი და მარგველაშვილი, დონალდ ტრამპიც არაფერში  სჭირდება 
 
 
 
სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება. ჯონ მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა. 
 
 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...