მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კანონის გვერდის ავლით იმოქმედებს- პარტიები ცესკოს მიმართავენ

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კანონის გვერდის ავლით იმოქმედებს- პარტიები ცესკოს მიმართავენ

Published on

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან.
 
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია გარკვეულ აკრძალვებს ითვალისწინებს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კანონის გვერდის ავლით იმოქმედებს.
 
ოპონენტები ამის მიზეზად გასული არჩევნების გამოცდილებას ასახელებენ, როდესაც მათივე თქმით, წინასარჩევნო კამპანიის დროს სხვადსხვა სახის დარღვევა მოხდა.
 
„საარჩევნო კანონმდებლობა მორგებული აქვს ერთ პარტიას – ქართულ ოცნებას, რომელიც ძალადობის, ხელების გადაგრეხვის, კანონების ნაჩქარევად მიღების გზით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. აქედან გამომდინრე, ცესკო-ს ადმინისტრაციამ, ყველა ადამიანმა, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, ეს ყველაფერი გადადოს გვერდზე და წინ დააყენოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კოტე იოსელიანმა.
 
პარტიები ცესკო-ს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები, რომელიც სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფას ეხება.
 
„ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი იმისთვის, რომ ცესკო-ს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მისი ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ ჩვენ უკვე საუბნო საარჩევნო კომისიებში ვნახეთ, მოვისმინეთ, რა კატასტროფა ტრიალებს. თუ ცესკო-მ სასწრაფოდ არ მიიღო ზომები, ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს საარჩევნო კამპანიასაც, საარჩევნო დღესაც, ცესკო-ს ავტორიტეტსა და ლეგიტიმაციასაც,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...