მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალიდან, 29 აგვისტოდანაგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება

ხვალიდან, 29 აგვისტოდანაგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება

Published on

ხვალიდან, 29 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება. შესაბამისად, ხვალიდან შედის ძალაში ის წესები, სტანდარტები და შეზღუდვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი. 
 
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ. 
 
მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
 
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასევე ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი. 
 
აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილები.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაიწერა, რომ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მანამდე კი მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული პროცედურები არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყებოდა.
 
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. 2018 წლის არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება. 

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...