მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ადგილობრივებმა არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება თხოვეს

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ადგილობრივებმა არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება თხოვეს [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ვაშაძე სხვადასხვა ადგილზას იმყოფებოდა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც სოფელ ახალაბასთუმანში დასახელდა, მოსახლეობის მიწების მითვისება და კარიერის ამოღებაა. ადგილობრივებმა გრიგოლ ვაშაძეს ის ტერიტორიები ანახეს, სადაც კარიერს იღებენ მოსახლეობის სამეურნეო მიწების ხარჯზე.მათი თქმით, პრობლემის შესახებ არაერთხელ იმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა ყველგან, თუმცა განსაკუთრებით სავალალოა ვითარება გურიასა და სამეგრელოში, სადაც მილიონობით ლარია დახარჯული ფაროსანას წამლობაზე, შედეგი კი ნოლია, ასევე ისაუბრა საძოვრებისა და სავარგულების მიტაცების ფაქტებზე.
გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობა აქ საქართველოს გაერთიანებაზე, ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციაზე საუბრობს. მათ არ აქვთ განცდა, რომ დღეს სახელმწიფო არსებობს. ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია ქვეყანას და მოქალაქეებს.
 
 

 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...