მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.

Published on

სასამართლომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 
 
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ კობაურის ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს პროცესს ესწრებოდნენ. , მალხაზ კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს. იგი  აცხადებს,რომ შვილი უდანაშაულოა. 
 
"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა", – განაცხადა მარტიაშვილმა
 
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. 
 
19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად. 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...