მთავარისიახლეებიპოლიტიკარაღას ემართლებიან შავი ზღვის უნივერსიტეტს, თუკი თანხა უკვე გადახდილია?

რაღას ემართლებიან შავი ზღვის უნივერსიტეტს, თუკი თანხა უკვე გადახდილია?

Published on

ერთად ვიბრძოლოთ განათლების უფლებისა და არჩევანის თავისუფლების აღსადგენად," – ამ მოწოდებით შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის კანცელარიასთან დღესაც შეიკრიბებიან.
 
მათი შეფასებით, ავტორიზაციის საბჭომ სასწავლებელს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა. სტუდენტები საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
 
შეზღუდვების გაუქმების თხოვნით განათლების ხარისხის ცენტრში სასწავლებლის ადმინისტრაციამ განცხადება ცოტა ხნის წინ შეიტანა.
 
განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი იქნება სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც. 715 ათასი ლარი უნივერისტეტმა გუშინ გადაიხადა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ ახლა საბჭოს მთავარი არგუმენტი, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ფინანსურად მყარი არ არის, ხელიდან გამოეცალა.
 
„ჯერი მათზეა. სხვა არგუმენტი არ აქვთ. გააბათილონ ეს გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პარალელურად სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს ამ თანხებთან დაკავშირებით, თუმცა, შევძლოთ ახალი სასწავლო წელს ახალი ნაკადის მიღება,“ -ამბობს სალომე სუხიშვილი.
 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის შეზღუდვების გაუქმების თხოვნით სასწავლებლის ადმინისტრაციამ განათლების ხარიხის ცენტრში განაცხადი შეიტანა.
 
ცოტა ხნის წინ უწყებამ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლა სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოხერხდება.
 
ხარისხის მართვის ცენტრში უკვე გაკეთდა განცხადება. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს. თუმცა, თამარ სანიკიძის თქმით, დღის ბოლოს იწურება ვადა, როდესაც სტუდენტებმა უნდა შეცვალონ არჩეული სასწავლებელი, ამ დრომდე კი უნივერსიტეტის პრობლემის ამოწურვა ვერ მოხერხდება.
 
„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, მაგრამ ტენდენცია კარგია, რადგან დაწესებულებამ გადაწყვიტა ამ პრობლემებს მიხედოს. ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა,“ – აცხადებს სანიკიძე.
 
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები კი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ისევ გამართავენ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...