მთავარისიახლეებიმსოფლიოჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ მიიწვევენ - ასეთი...

ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ მიიწვევენ – ასეთი იყო სენატორის სურვილი

Published on

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება მოამზადა, თუმცა, მისი გამოქვეყნება დონალდ ტრამპმა არ ისურვა.
 
გაზეთ ვაშინგტონ პოსტის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ განცხადებას მხოლოდ ტვიტერის სოციალურ ქსელში გააკეთებდა. ტვიტერში გამოეხმაურა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას მელანია ტრამპიც, თუმცა, მეუღლისგან განსხვავებით, პირველმა ლედიმ სენატორს ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.
 
დონალდ ტრამპი აშკარად გაღიზიანებულია – როგორც ჩანს, ეს არის რეაქცია  სენატორის ანდერძზე, რომელიც  ახლა  აშშ-სა და  მსოფლიოში განიხილება.
 
 
 
სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახმა დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება დაპატიჟებული ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე. 
 
ეს  იყო  სურვილი თავად სენატორ მაკკეინისა , რომელმაც სიკვდილამდე განსაზღვრა იმ პირთა სია, ვინც დაესწრებოდა მის დაკრძალვას. სენატორ მაკკეინის სურვილი იყო ასევე, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულიყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუშ უმცროსი.
 
სოციალური ქსელში სამძიმარი გამოუცხადეს მაკკეინის ოჯახს ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა, ბარაკ ობამამ, ჯიმი კარტერმა და ბილ კლინტონმა მეუღლესთან ერთად.
 
 
სენატორის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის ჯასტინ ტრუდომ, ტერეზა მეიმ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ანგელა მერკელმა, რომელმაც ინსტაგრამის სოციალურ ქსელში ჯონ მაკკეინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
 
29 აგვისტოს სენატორ ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდი არიზონას შტატის კაპიტოლიუმში გაიმართება, 30 აგვისტოს – ბაპტისტურ ეკლესიაში, 31 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს კაპიტოლიუმში, ხოლო 1-ელ სექტემბერს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში.  სენატორ  ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.იგი დაიკრძალება  ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში , სადაც  მდებარეობს აშშ-ს საზღვაო აკადემია, რომელიც სენატორმა დაამთავრა.  ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი სენატორის პრესსამსახური ავრცელებს
 
 
 
ფოტოზე: რონალდ რეიგანი ტყვეობიდან დახსნილ ეროვნულ გმირს ხვდება

სიახლეები

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...

სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანა უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია – პოდოლიაკი

“მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ...

ახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას...